ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის 8 მაისს ლონდონში დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "დოჟდი" ბიზნესმენის ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე ავრცელებს.
"სამგლოვიარო ცერემონიალი 8 მაისს ლონდონში გაიმართება. ოჯახს ბერეზოვსკის დაკრძალვა 6 მაისს უნდოდა, თუმცა მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცერემონიალის თარიღი გადაიტანეს", _ იუწყება ტელეარხი.
თუმცა, ტელეარხი არ ავრცელებს ინფორმაციას დაკრძალვის ადგილის შესახებ. "სასაფლაოს დაასხეება უცნობია. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბერეზოვსკის ლონდონის Gunnersbury-ს სასაფლაოზე დაკრძალავენ.იქ დაკრძალულია ფილოსოფოსი ალექსანდრე პიატიგორსკი, რომელთანაც ბერეზოვსკი მეგობრობდა", _ იუწყება ტელეარხი.
მასალის გამოყენების პირობები