ფრაქცია "ძლიერი საქართველოს~ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის ჩრდილოკავკასიის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფში გაწევრიანებას ითხოვს.
ამის შესახებ საგანგებო განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს სესიაზე გააკეთა და ჯგუფის ხელმძღვანელს, ნუგზარ წიკლაურს სთხოვა, რომ გაითვალისწინოს მისი კონტაქტები ინგუშეთის ოპოზიციასთან და ამ ჯგუფის წევრი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი პარლამენტის მოწვევისთანავე შეიქმნა. მაგრამ საზოგადოებისთვის და როგორც ჩანს, პარლამენტარებისთვისაც ამ ჯგუფის არსებობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჯგუფმა ჩრდილოკავკასიის პარლამენტებისთვის საგანგებო წერილის გაგზავნა გადაწყვიტა.
ნუგზარ წიკლაური ლორთქიფანიძის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ლორთქიფანიძე ჯგფში მუშაობას დაუყოვნებლივ შესძლებს.