აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩადის, რომლის დროსაც იგი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
დღის წესრიგში არის რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპეტივის განხილვა ასევე ისეთ თემებზე საუბარი, როგორიც არის სირიასა და ირანში არსებული სიტუაცია, ასევე საუბარი წარიმართება "დიდი რვიანის" მოსალოდნელ შეხვედრაზე.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერნეტ გვერდზე ღნიშნულია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თავის ვიზიტს უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინებით შემკობით დაიწყებს და შესაძლებელია რამდენიმე ვეტერანსაც შეხვდეს.
ამის შემდეგ იგი ვლადიმერ პუტინს შეხვება საღამოს კი სერგეი ლავროვთან გამართავს შეხვედრას და ივახშმებს.
მომდევნო დღეს იგი ამერიკელი ელჩების რეზიდენციაში "სპასო-ჰაუსში" სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აშშ შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მ ე.წ. მაგნიტსკის სია მიიღო, ხოლო რუსეთმა მასზე "უპასუხა", ამას გარდა, რუსეთის ხელისფლებამ მის ტერიტორიაზე მოქმედი არაკომერციული ორგანიზაციების მასობრივი შემოწმება განახორციელა უცხოეთიდან დაფინანსების მოძიების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები