ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ბოსტონში ტერაქტის მომწყობი ძმები ცარნაევების გამოქომაგებას არ აპირებს. ეს განცხადება კადიროვმა გროზნოში მოწყოფილ თათბირზე გააკეთა და ცარნაევებს "საქართველოში მომზადებაგავლილი შაითანები" უწოდა.
"ძმებმა ცარნაევებმა დანაშაული ჩაიდინეს და საკადრისი მიიღეს. მე ბევრ ადამიანი მწერს "ფეისბუკში", "ტვიტერში" და მეკითხება: რატომ არ ვეხმარებით ძმებ ცარნაევებს? მე შევისწავლე ამ ძმებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მიმაჩნია, რომ მათ ის მიიღეს რასაც ეძებდდნენ. მე მათ "შაითანებს" ვუწოდებ. ისინი ბოლო შაითანები არიან. კიდევ კარგი მათ კიდევ უფრო მასშტაბური რამის მოწყობა ვერ მოასწრეს", _ განაცხადა რამზან კადიროვმა.
ამას გარდა, თათბირზე კადიროვმა არ გამორიცხა, რომ ძმებმა მომზადება საქართველოსა და თურქეთში გაიარეს.
"ადამიანები, რომლებიც მათ კარგად იცნობდდნენ ამბობენ, რომ ისინი ყველაფერზე იყვნენ წამსვლელნი. ამიტომაც მე არ ვაპირებ მათ ქომაგომას. ცხადია, რომ მათ უკან ვიღაც იდგა და მათ მართავდა. ძმები ცარნაევები ამერიკის მოქალაქეები არიან და ჩეჩნეთის რესპუბლიკასთან მათ არავითარი კავშირი არ აქვთ",_ განაცხადა კადიროვმა.
მასალის გამოყენების პირობები