ირაკლი ალასანიას პარტიის ოფისში ამ წუთებში ოპოზიციონერი ლიდერები არიან შეკრებილნი.
"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ოფისში ლევან გაჩეჩილაძე, "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა და კოკა გუნცაძე იმყოფებიან.
შეხვედრის მიზანი თბილისის მერობის ერთიან ოპოზიციონერ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვაა.
შეგახსენებთ, რომ ერთიან კანდიდატზე კონსულტაციების ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დღეიდან დაიწყო.