ბანგლადეშში, ფაბრიკის კომპლექსის "Rana Plaza" -ს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 700 ადამიანს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რვასართულიანი შენობის ნანგრევებიდან, რომელიც ორი კვირის შემდეგ ჩამოიგრა, დაღუპულთა ცხედრების გამოტანა ამჟამადაც გრძელდება.
შენობის ჩამონგრევამ, რომელშიც ოთხი ფაბრიკა იყო განთავსებული, ბანგლადეშის მუშათა მასობრივი პროტესტი და საზღვარგარეთიდან კრიტიკა გამოიწვია. მუშები ფაბრიკებში უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას აპროტესტებდნენ და პროტესტი მანამ გრძელდებოდა, ვიდრე აქციების მონაწილეების სამსახურებში დაბრუნება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა არ სთხოვა.
კომპლექსის ჩამონგრევის საქმეზე უკვე დაპატიმრებულია ცხრა ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები