აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სამხედროები და მთავრობა კიბერჯაშუშობაში ღიას პირველად დაადანაშაულა. "2012 წელს მრავალი კომპიუტერული ქსელი, მათ შორის ისინიც, რომლებიც აშშ-ს მთავრობას ეკუთვნის იერიშის საგანი ხდებოდა, რომლის უკანაც, ყველაფრიდან გამომდინარე სავარაუდოდ უშუალოდ ჩინეთის ხელისუფლება და ჩინელი სამხედროები იდგნენ",_ ნათქვამია პენტაგონის ყოველწლიურ ანგარიშში.
ანგარიშში არის მტკიცემა იმისა, რომ ამ იერიშებს მიზნად ჰქონდათ აშშ-ს ეკონომიკაზე, თავდაცვაზე და დიპლომატიაზე მონაცემების ხელში ჩაგდება, რომლებსაც შემდეგ ჩინელი სამხედროები საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებისათვის გამოიყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩინელი სამხედროების კავშირზე კიბერშიტევებთან ადრე განცხადებას ამერიკული კომპანია "Mandiant"-იც აკეთებდა, რომელიც სწორედ კიბერიერიშების სფეროში ატარებს კვლევებს.
სხვათაშორის ჩინეთი, ამგვარ ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა და პირიქით, აცხადებდა, რომ თავად იყო ჰაკერების მსხვერპლი.
პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული ჩინეთის ხარჯების არაგამჭვირვალობაზე, თავდაცვაზე და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროგრამაზე.
მასალის გამოყენების პირობები