მკვლელობაში ბრალდებული სოჭის მცხოვრები ოლეგ ტოპალოვი მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორიდან, რომელიც "მატროსკაია ტიშინას" სახელით არის ცნობილი ჭერზე გაკეთებული ხვრელის მეშვეობით გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების სამსახური ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, გაკეთებული ხვრელით ტოპალოვი ჯერ შენობის სახურავზე აძვრა, ხოლო შემდეგ სახურავიდან დააღწია თავი "მარტოსსკაია ტიშინას" ძირითად ზღუდეს.
აღსანიშნავია, რომ ტოპალოვის გარდა, კამერაში კიდევ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ ტოპალოვი გაიქცა. სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, გაქცეული მიდრეკილი იყო გაქცევისაკენ და მას ფსიქიკური გადახრები აქვს. გარდა მკვლელობისა ტოპალოვს ასევე ბრალად ედება იარაღის უკანონო ბრუნვა.
მასალის გამოყენების პირობები