აშშ-ში, ოჰაიოს შტატის პოლიციამ სამი ქალი იპოვა, რომლებიც ათი წლის წინ უკვალოდ დაიკარგნენ. როგორც „ასოშეითედ პრესი" იუწყება, ისინი ქალაქ კლივლენდის მახლობლად, დასახლებულ რაიონში აღმოაჩინეს.
ამანდა ბერი, რომელიც მაშინ 16 წლის იყო, 2003 წლის 21 აპრილს დაიკარგა. გოგონამ დას დაურეკა, რათა მისთვის ეთქვა, რომ სამსახურის შემდეგ კაფეში შევლას აპირებდა, ხოლო მას შემდეგ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მეორე გოგონა, ჯინა დიეზუსი უკვალოდ მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ დაიკარგა. მესამე ქალის შესახებ ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი სახელი და გვარია მიშელ ნაითი.
„როიტერის" ინფორმაციით, გოგონები, სავარაუდოდ, გაიტაცეს. ბერი, დიეზუსი და ნაითი მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა სახლიდან ყვირილის ხმა გაიგონა. სამივე მათგანი ამჯერად საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცნობილი ხდება ისიც, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, დაპატიმრებულია 52 წლის მამაკაცი.