ქუჩის არეულობების შედეგად, ბანგლადეშში 37 ადამიანი, მათი შორის, პოლიციელი დაიღუპა. სააგენტო „ფრანს პრესის" ინფორმაციით, ასეულობით ადამიანი დაშავებულია, ხოლო ათეულობით მონაწილე, მათ შორის, ლიდერები დააპატიმრეს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ბანგლადეშში ყველაზე სისხლიანი არეულობა იყო, ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე.
ქვეყნის დედაქალაქში შეტაკება პოლიციასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ რადიკალი ისლამისტების ბანაკის დაშლა დაიწყო, რომელიც მათ ქალაქის საქმიან რაიონში განათავსეს. აქციაში დაახლოებით 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
თვითმხილველთა განცხადებით, დემონსტრანტები მანქანებს და მაღაზიების წვავდნენ და პოლიციას ქვებს და აგურებს უშენდნენ, ხოლო პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.