თბილისის მერია ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, მამუკა ახვლედიანმა ჟურანალისტებთან ისაუბრა.
"400 - მდე ხეა წაქცეული, სამწუხაროდ სტიქიის შედეგად ორი ადამინი დაიღუპა და რამდენიმე მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული, ამ დროისთვის დგინდება მატერიალური ზარალის რაოდენობა, მერიის სარეზერვო ფონდები სრულიად მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გამოვყოთ თანხები დაზარალებულთა დასახმარებლად. დღეიდან დაიწყება აღდგენითი სამუშაოები, აბსოლუტურად ყველა დაზიანებული სახლი შეკეთდება", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
ბოლოსკენ ახვლედიანმა საავადმყოფოებში მოთავსებულ დაზარალებულებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია მათი მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს.