რუსეთის დედაქალაქში ოპოზიცის მიტინგისთვის ემზადებიან, რომელიც ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. აქცია გასულ წელს ბოლოტნაიაზე გამართული საპროტესტო აქცის ერთი წლის თავს ეძღვნება, რომლის მონაწილეებს რუსეთის ხელისუფლება მასობრივ არეულობაში დებს ბრალს.
გასული წლის 6 მაისის აქციის გამო, რომელიც მის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დასრულდა, მასობრივი არეულობის მოწყობის მუხლით 28 ადამიანია ბრალდებული.
დღევადელი მიტინგის შემდეგ მსვლელობა არ იგეგმება. ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სამუშაო დღეს მსვლელობა დაარღვევს ქალაქის რიტმს და პრობლემებს შექმნის 9 მაისისთვის დაგეგმილი ღონისძიებების მზადებაში.
მიტინგსა და საზოგადოებრივ წესრიგს, სავარაუდოდ, 5 ათასი პოლიციელი და ჯარისკაცი დაიცავს.
მიტინგის ორგანიზატორების განცხადებით, აქციაში მონაწილეობას 30 ათასამდე ადამიანი მიღებს.
"ლევადა ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 65%-ისთვის ცნობილია "ბოლოტნაიას" სისხლის სამართლის საქმის შესახებ და მათგან 56% მიიჩნევს, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ოპიზიციის დაშინებას ისახავს მიზნად.
მოსკოვის საქალაქო პოლიციის საიტის ინფორმაციით, სამართალდამცავები დაუყონებლივ აღკვეთენ უკანონო მსვლელობას და კანონსაწინაღმდეგო ქმედებებს.
რუსეთის ოპოზიციის ლიდერებთან ერთად "ბოლოტნაის" საქმეში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი გივი თარგამაძეც ფიგურირებს, რომელსაც რუსეთის სამართალდამცავები მასობრივი არეულობების მოწყობის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიჩნევენ.
მასალის გამოყენების პირობები