აშშ-ის სამმა შტატმა - მასაჩუსეტმა, კონეკტიკუტმა და ნიუ-ჯერსიმ უარი განაცხადეს ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორის, 26 წლის ტამერლან ცარნაევისთვის სასაფლაოს გამოყოფაზე.
ცარნაევის ცხედარი ამჟამად ქალაქ ვისტერის დამკრძალავიო ბიუროს მორგშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაცის მიხედვით, დაუგეგმავად გამართული აქციების მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ცარნავეი აშშ-ის ფარგლებს გარეთ დაკრძალონ.
ცარნავეის ბიძამ მედიასთან განაცხადა, რომ მისი ძმიშვილი "აშშ-ში ცხოვრობდა, აქ გაიზარდა და მისი სამშობლო იყო აშშ. ის მიწას აქ უნდა მიებაროს".
დამკრძალავი ბოიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ისინი დაკრძალვის პროცედურას ატარებენ იმის მიუხედავად ვინ იყო გარდაცვლილი.
"ჩვენ ვკრძალავთ ადამიანებს იმის მიუხედავად თუ ვინ იყვნენ ისინი სიცოცხლეში, დავკრძალავთ ცარნაევსაც. რადგან ჩვენ უარი გვითხრეს კემბრიჯში და სხვა ადგილებში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევძლებს მის დაკრძალვას", - განაცხადა ბიუროს უფროსმა.
შეგახსნებთ, რომ ტამერლან ცარნაევი და მისი ძმა ბოსტონში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად ითვლებიან, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა.