აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და კონკურენციას გაუწევს ქვეყნის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, თუ ეს უკანსაკნელი იმ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდება. შესაბამისი მოსაზრება მიუ-მექსიკოს შტატის გუბერნატორმა ბილ რიჩარდსონმა გამოთქვა, რომელსაც ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ენერგეტიკის მინისტრისა და გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის პოსტები ეკავა.
"ვფიქრობ, რომ ჯონ ბაიდენი არ დათმობს. ვფიქრობ, რომ ის წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას. ჰილარი იყო ბრწყინვალე, ამაში დაეჭვებაც არ შეიძლება. მაგრამ მე ბაიდენს უკვე მრავალი წელია ვიცნობ. მას ყოველთვის სურდა გამხდარიყო პრეზიდენტი, და მან იცის როგორ მიაღწიოს საწადელს", - განაცხადა რიჩარდსონმა.
2008 წელს ბაიდენი პრაიმერიზში დამარცხდა ბარაკ ობამასთან და ჰილარი კლინტონთან და საკმაოდ ადრე ჩამოშორდა საპრეზიდენტო მარათონს.
მოგვიანებით იგი წინასაარჩევნო ბრძოლაში ბარაკ ობამამ მიწვია და ობამა ბაიდენის ტანდემმა რესპუბლიკელების ჯონ მაკკეინისა და სარა პეილინის დუეტი დაამარცხა.
გაუსლ წელს ობამამ და ბაიდენმა კვლავ გაიმერეს ადრინდელი წარმატება და ამჯერად მიტ რომნი და პოლ რაინი დაამარცხეს.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არც ბაიდენს და არც კლინტონს ჯერ-ჯერობით განცხადებები არ გაუკეთებიათ.
"იმაზე საუბარი თუ რა მოხდება ხვალ ან ერთი წლის შემდეგ შეუძლებელია", - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჰილარი კლინტონმა, მის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები