რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქართველ ვეტერანებს და საქართველოს მოქალაქებს გამარჯვების დღეს ულოცავს.
"ძვირფასო ვეტერანებო! საქართველოს პატივცემულო მოქალაქეებო! გილოცავთ უდიდეს დღესასწაულს - გამარჯვების დღეს.
ჩვენი ერები, მხარდამხარ იბრძოდნენ ნაციზმის წინააღდმეგ, იცავდნენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მომავალი თაობების მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას.
ჩვენ მუდამ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, დავიცავთ ომის შესახებ სიმართლეს და ისტორიის გაყალბების ყოვლეგვარ მცდელობას შევეწინააღდმეგებით.
დარწმუნებული ვარ, რომ 1945 წლის მაისში გამარჯვების წმინდა მოგონება მომავალშიც გაგვაერთიანებს და რუსეთ-საქართველოს მეგობრობისა და საიმედო საფუძველს შექმნის კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებისთვის.
მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი, დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ვუსურვო მათ. საქართველოს მთელს მოსახლეობას კი, მშვიდობა და აყვავება", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მილოცვაში.