სტამბულში მესამე აეროპორტის მშენებლობა იწყება. როგორც თურქული მედია იტყობინება, აეროპორტის მშენებლობისთვის თურქეთის მთავრობამ ტენდერი უკვე ჩაატარა და გამარჯვებულად კომპანია Limak-Kolin-Cengiz-MaPa-Kalyon დასახელდა, რომელიც პროექტის განხორციელებისათვის 22,1 მლნ დოლარს დახარჯავს. ტენდერში სულ 17 კომპანია მონაწილეობდა.
სტამბულში მესამე აეროპორტი ტერკოსის ტბის მიმდებარედ აშენდება და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 150 მლნ მგზავრი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები