თურქეთის ნაციონალურმა ავიახაზებმა, საკუთარი ბორტგამცილებლების მაკიაჟში კორექტურა შეიტანეს და წითელი ტუჩსაცხები აკრძალეს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით პერსონალს უფრო მსუბუქ მაკიაჟს შეურჩევენ, რომელიც მუსულმანი მგზავრებისთვის გამაღიზიანებელი არ იქნება.
კომპანიის გადაწყვეტილება, ასობით ადამიანმა უკვე გააპროტესტა. მათ თურქეთის ნაციონალური ავიაზახების სოციალურ ქსელებში წითელი ტუჩსაცხით გადაღებული საკუთარი ფოტოები ატვირთეს.
გასულ თვეს თურქეთის ნაციონალური ავიახაზების ხელმძღვანელობამ რიგი აკრძალვები მიიღო, კერძოდ კომპანიამ ბორტზე სადილში შემავალი ალკოჰოლური სასმელების გამოყენება აკრძალა, რამაც დიდი კრიტიკა გამოიწვია.