სამხრეთ კორეის პოლიციამ ადგილობრივ აქტივისტებს დაგეგმილი ღონისძიებების გამართვა აუკრძალა, რომლებიც ჩრდილოეთისკენ საჰაერო ბურთების გაშვებას აპირებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით სამხრეთ კორეელი აქტივისტები ჩრდილოეთ კორეაში ათასობით საჰაერო ბურთის გაშვებას გეგმავდნენ, რომლებშიც ბუკლეტების სახით ადამიანის უფლებების დარღვევაზე გზავნილები იქნებოდა მოთავსებული.
ფხენიანის განცხადებით, სეული „პროვოკაციულ" ქმედებებს ჩადის და საპასუხოდ მკაცრი გაფრთხილების გზავნილი გაუგზავნა, რომელიც საჰაერო ბურთების გაგზავნის შემთხვევაში ცეცხლის გახსნას ითვალისწინებს.