ისრაელის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე განლაგებული იარაღის საწყობი დაბომბა. ამის შესახებ ამერიკულ ტელარხ CBS-ის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განუცხადა.
ტელეარხის წყაროს არ დაუკონკრეტებია ისრაელის ავიაცია სირიის ტეროტორიაზე შეიჭრა, თუ შეტევა ისრაელის სახელმწიფოს ს ტერიტორიიდან განხორციელდა.
Fox News-ის იტყობინება, რომ შეტევაში აშშ-ის შეიარაღებული ძალები არ მონაწილეობდნენ.
"ისრაელის სახელმწიფო მოწოდებულია არ დაუშვას სირიის ქიმიური და სხვა სახის იარაღის ტერორისტების, განსაკუთრებით კი "ჰესბოლას" ხელში მოხვედრა", - აცხადებს ისრაელის საელჩოს წარმომადგენელი ვაშინგტონში.
რამდენიმე დღის წინ ჰესბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს თუ ამის აუცილებლობა იქნება.
მასალის გამოყენების პირობები