კომპანია IDC-ს ექსპერტთა შეფასებით, Apple თანდათან პოზიციებს თმობს. ექსპერტების გათვლებით, ამ დროისათვის "ცაკბეჩილი ვაშლის" წილი ბაზარზე 40 %-ზე ქვემოთ ჩავიდა. მათი გათვლებით, თუ კი iPad მოახერხებს და პლანშეტების ბაზარს 58,1%-ზე მაინც დაიჭერს, მაშინ კომპანიის წილი საერთო ბაზარზე 39,6% იქნება. ამისათვის კი კომპანიას 2-ჯერ მეტი პროდუქციის რეალიზება მოუწევს.
სამაგიეროდ ბაზრის წილს აქტიურად ზრდის Samsung, რომელმაც 11,3%-იანი წილიდან 17,9% აიწია.
იმავდროულად Android-მა ბაზრის 56,5% უკვე დაიკავა, ხოლო iOS ამ დროისათვის მხოლოდ 39,6% უკავია.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს Apple-ს აქციები 400 დოლარამდე დაეცა.
მასალის გამოყენების პირობები