ჩინეთის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა, კონკურენტი სკოლის სასადილოში იოგურტში საწამლავი ჩაყარა, რომელსაც ორი გოგონა ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწამლავი იმდენად ძლიერი იყო, რომ იუგურტის დალევისთანავე გოგონები ადგილზე დაიღუპნენ.
სამართალდამცავებმა იოგურტის ნარჩენებზე ჩატარებული ცდებითა და გამოძიებით დამნაშავის ვინაობა დაადგინეს. სკოლის დირექტორი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უკვე დააპატიმრეს.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა და აღნიშნა, რომ ამ ქმედებით კონკურენტი სკოლის რეიტინგის დაწევა სურდა.