გაეროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ სომალიში 2010-2012 წლებში 260 ათასი ადამიანი შიმშილით დაიღუპა. გაეროს ანგარიშით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილთა შორის ნახევარზე მეტი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვია.
გაეროს მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სომალიში ამ ფაქტის თავიდან აცილება საერთაშორისო თანამეგობრობის დროული და შესაბამისი რეაგირების შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა.
გაეროს ანგარიშის გავრცელებამდე, საკუთარი მონაცემები დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა, სადაც შიმშილის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია და ის 50-100 ათასამდეა დაყვანილი.