აშშ-ს გამოძიების ფედრეალურმა ბიურომ ტერორისტ ქალზე ძებნა გამოაცხადა, რომელიც დაახლოებით 61-66 წლამდე ასაკის იქნება. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ფედერალური ბიურო ქალ ტერორისტს ეძებს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით ტერორისტი „შავი განმათავისუფლებელი არმიისა" და „შავი პანტერების" პარტიის ლიდერი იყო.
ჯოან ჩესიმარდი ცნობილი იყო როგორც ასათ შაკური, რომელიც 1979 წელს ნიუ-ჯერსის ციხიდან გაიქცა და კუბას შეაფარა თავი.
ასათ შაკური საპყრობილეში სასჯელს მკვლელობის ბრალდებით იხდიდა. ასევე მის წინააღმდეგ იყო 1970 წელს ჩადენილი დანაშაული კერძოდ კი ბანკების აქტიურად ძარცვა და პოლიციელებზე თავდასხმა.
აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ტერორისტი ქალის დაკავებისთვის ჯილდო 2 მილიონი აშშ დოლარი იქნება.