ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, რომელიც ივნისში გაიმართება ახალგაზრდების დასაქმებაზე და უმუშევრობის მაღალი დონის შემცირებაზე იმსჯელებენ. იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის ენრიკო ლეტას განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები მზად არიან ეკონომიკის ზრდას უფრო მეტი პრიორიტეტი მიანიჭონ.
„რომში ოპტიმისტურად ვბრუნდები, რადგან ივნისის სამიტზე ევროკავშირში ახალგაზრდების დასაქმებასა და უმუშევრობის დონის შემცირებისთვის „კონკრეტული გზავნილები" გახდება ცნობილი" განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერების მორიგი შეხვედრა ივნისში გაიმართება. მანამდე კი ახალგაზრდების დასაქმებაზე იტალიის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ, ბერლინში, პარიზსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.