თურქეთის ცენტრალურ პროვინცია კაისერში მდებარე ტბაში ტურისტული ავტობუსის გადავარდნის შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით ტურისტულ ავტობუსში 32 ადმიანი იმყოფებოდა, მათგან 24-მა მძიმე დაზიანება მიიღო, ხოლო 8 დაიღუპა.
მაშველებმა 2 გარდაცვლილის ცხედარი უკვე იპოვეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, სამაშველო სამუშაოები დასრულებულია, ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილთა ცხედრების ძიება.
შეგახსენებთ, რომ ტურისტული ავტობუსი რომელსაც სკოლის მოსწავლეები და მათი ოჯახის წევრები მეზობელ პროვინციაში გადაჰყავდა ტბაში გადავარდა.