პაკისტანის საპყრობილეში 1990 წელს გასამართლებული ინდოეთის მოქალაქე გარდაიცვალა. პატიმარს ჯაშუშობის ბრალდებით, პაკისტანის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა დროის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.
პაკისტანის აღმასრულებელმა სასამართლომ 23 წლის წინ ინდოეთის მოქალაქე, ქვეყანაში განხორციელებული ტერაქტების ორგანიზატორებთან ჯაშუშობაშიც დაადანაშაულა, რომელსაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჯაშუშობაში ბრალდებული და ოჯახის წევრები მის უდანაშაულობას სისტემატურად ამტკიცებდნენ, თუმცა პაკისტანის სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.