სინგაპურის ქუჩებში 3 ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. მათი ძირითადი მოთხოვნა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის დაგმობა იყო. ახალი კანონი სინგაპურში უცხო ქვეყნიდან მოსახლეობის ჩასახლებას ითვალისწინებს.
აქციის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ ქალაქში უკვე ხალხმრავლობაა, ქუჩები გადატვირთულია, მიგრანტების შემოდინება ფასების ზრდას უწყობს ხელს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიუღებელია.
ქვეყნის მთავარ მმართველ პარტიას „სახალხო მოქმედება" წარმოადგენს, რომლებიც ხელისუფლებაში 1965 წლიდან იმყოფებიან და მათი ინიციატივით 2030 წელს სინგაპურში 6.9. მილიონი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩასახლდება, რაც მათი თქმით ქვეყანაში დაბალი შობადობის მაჩვენებელის გამო აუცილებელია.