სუდანში დარფურის რეგიონში ოქროს საბადოზე აფეთქების შედეგად 60 მაღაროელი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით France-Press-ი ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცავები დარფურის რეგიონში მომხდარი ინციდენტის დეტალებს არ ახმაურებენ. ასევე მაღაროში აფეთქების გამომწვევი მიზეზები უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით ოქროსსაბადოზე მყოფი ყველა მაღაორელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ადგილზე სამაშველო სამსახურების მობილიზება მოხერხდა, რათა საბადოში ჩარჩენილი მაღაროელების დროული გამოყვანა მოხერხდეს. მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.