აშშ-ს შტატ კენტუკიში ხუთი წლის ბიჭმა, თამაშის დროს საკუთარი და შემთხვევით მოკლა. შემთხვევა სახლში მოხდა, როდესაც ბავშვები საკუთარ ოთახში მარტო იმყოფებოდნენ და თამაშობდნენ.
2 წლის გოგონამ სასიკვდილო ჭრილობა 22 კალიბრიანი იარაღიდან გასროლილი ტყვიით მიიღო. სამართალდამცავების განცხადებით ჯერჯერობით უცნობია, 5 წლის ბავშვს იარაღი საიდან აღმოაჩნდა.
ცნობისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი შემთხვევები ხშირია, გასულ თვეს, ნიუ ჯერსის შტატში ოთხი წლის ბავშვმა ექვსი წლის მეზობელი მოკლა. ხოლო ტენესის შტატში ხუთი წლის ბიჭმა ქუჩაში გამვლელი ქალი მძიმედ დაჭრა.