საფრანგეთის ქალაქ ნანსიში, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა 25 წლის სომხეთის მოქალაქე ბენზინის ქურდობაზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულის საეჭვო ქმედებები მძღოლებმა შეამჩნიეს და შემდგომ პოლიციას შეატყობინეს.
ბენზინგასამართ სადგურის მფლობელის განცხადებით, ქურდობა თითქ ის ყოველ ღამე ხდებოდა. მისი განმარტებით ქურდი ბენზინს დისტანციური სატუმბის მეშვეობით იპარავდა.
დაკავებულის საქმეზე სასამართლო 30 მაისს გაიმართება. ჯერ-ჯერობით უცნობია მოხდება თუ არა 25 წლის სომხეთის მოქალაქის სამშობლოში ექსტრადირება.