საუდის არაბეთში წყალდიდობის შედეგად 14-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაკარგულად ითვლება. ათასობით ადამიანი საკუთარი სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებს.
ადგილობრივი სამართლადამცავთა ინფორმაციით, პოლიცია საგზაო გზებზე უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და საგზაო შემთხვევებმაც იმატა, თუმცა ამ ფაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ქვეყანაში აეროპორტები დაიხურა და სამგზავრო ლაინერებმა ავარიული დაშვება განახორციელეს. დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ყველა რეისი შეფერხდა.
საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს იყო ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა ბოლო 3 წლის მანძილზე, რომელმაც ამ რაოდენობის მსხვერპლი გამოიწვია.