სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დამასკოს ელექტროსადგურის თანამშრომლებს, მუშათა საერთაშორისო დღე მიულოცა. პრეზიდენტი პირადად გაესაუბრა თანამშრომლებს და სადგურზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.
ბაშარ ასადის განცხადებით, ტერორისტები და მათი მხარდამჭერები, ქვეყანაში სიბნელის დასადგურებას ცდილობენ. ეს იქნება როგორც ინტელექტუალურ და კულტურულ სფეროში ასევე პირდაპირი გაგებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით.
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ელექტროსადგურის თანამშრომლებს მდგრადობისა და ტერაქტების პარალელურად სრულყოფილი მუშაობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ გუშინ სირიაში მომხდარ აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა.