ბრიტანელი „საპნის ოპერის" მსახიობი ბილ რიჩი, 46 წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის დააპატიმრეს. მსახიობის 50 წლიანი სამსახიობო კარიერა 1967 წელს ჩადენილი დანაშაულით დასრულდა, პოლიციამ ბილ რიჩი საკუთას სახლში აიყვანა. ბრიტანელ მსახიობს ბრალი 15 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის წაუყენეს.
2010 წელს ბილ რიჩი გინესის რეკორდსმენი გახდა. მან რეკორდი „საპნის ოპერაში" ყველაზე ხანგრძლივი როლისის შესრულებისთვის დაიმსახურა. მსახიობი 1960 წლიდან ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს „აღსაყრდების ქუჩაზე", რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული „საპნის ოპერას" წარმოადგენს.
ცნობისათვის 1960 წელს „აღსაყრდების ქუჩა" მხოლოდ 13 სერიისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა სერიალის შემქმნელებმა მისი გაგრძელება გადაწყვიტეს და ის ამ დრომდე გრძელდება. ჯერ-ჯერობით უცნობია შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილება, ბილ რიჩის პერსონაჟს „საპნის ოპერაში" რა ბედი ეწევა.