თურქეთის ქალაქ სტამბოლში საპირველმაისო დემონსტრაცია მანიფესტანტებსა და ადგილობრივ სამართალდამცავებს შორის შეტაკებით დასრულდა. აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
აქციის მონაწილეები თურქეთში, ტაქსიმის მოედანზე შეღწევასა და იქ დემონსტრაციის ჩატარებას ცდილობდნენ. თუმცა აღნიშნული მოედანზე სარემონტო სამუშაოების გამო ნებისმიერი შეკრება და აქციის გამართვა იკრძალება.
ცნობისათვის, საპირველმაისო დემონსტრაციები საბერძნეთსა და ესპანეთშიც გაიმართა, სადაც მთავრობის მიერ დაკრედიტების მიზნით მკაცრი ეკონომიის ზომების მიღებას აპროტესტებდნენ. ამ მიზნით საბერძნეთში პროფკავშირები 24 საათიან გაფიცვას მართავენ.