ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პერუდან ელჩის გაწვევა გადაწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება სამთავრობო უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც როდრიგო რიოფრიო პერუს ორმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დაადანაშაულა.
გავრცელებული ინფორმაციით სკანდალი პერუს დედაქალაქის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, როდესაც რიგში მდგომმა ეკვადორელმა ელჩმა როდრიგო რიოფრიომ პერუელ ქალებს რიგის დაცვა სთხოვა. თუმცა ქალბების განცხადებით, ელჩმა მათ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა და „უმეცარი პერუელები" უწოდა. ასევე მაღაზიაში მყოფი რამდენიმე ინდოელი
უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.
ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ ბოდიში უკვე მოიხადა და ამ ფორმით, ფაქტობრივად, მათი წარმომადგენლის მიმართ წაყენებული ბრალდება დაადასტურა.