მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ფედერალური ძალების მიერ 73 ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი, მათ შორის 15 მეთაურია განადგურებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ამავე პერიოდის განმავლობაში დაკავებულია 88 ბოევიკი და მათი თანამზრახველი. ამავე დროში სამართალდამცავ ორგანოებში თავისი ნებით გამოცხადდა და აღირებითი ჩვენება მისცა ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ექვსი თანამზრახველი.
მასალის გამოყენების პირობები