დღეს, 23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე მეორე არხთან დაკავშირებით NDI-ის დირექტორ ლუის ნავაროს შეხვდება. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მეორე არხის პოლიტიკურ, საპარლამენტო არხად გარდაქნას ერთწლიანი კონსულტაციები და უამრავი ტექნიკური სამუშაოს ჩატარება დასჭირდა და შესაბამისად ასეთი ხანგძლივი პროცესის შემდეგ მიღწეული შეთანხმება პოზიტიურია. ამიტომ ბაქრაძემ დადებითად შეაფასა NDI-ის ფორმატში გაფორმებული მემორანდუმი და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკკითხთან დაკავშირებით 23 თებერვალს NDI-ის დირექტორს, ლუის ნავაროს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, არხი სრული ფორმატით ეთერში მიმდინარე კვირას გავა.
მეორე არხის რეორგანიზაციის წინადადებით გასულ წელს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა და პოლიტიკურ პარტიებს არხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდებდა.