საქართველოს პარლამენტი დღეს, 23 თებერვალს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის საქმიანობის ანგარიშს გაეცნობა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნებული კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის ინფორმაციას პირადად გააცნობს.
კომისიამ ფუნქციონირება ოქტომბერში დაიწყო. მისი უფლებამოსილების სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, კონსტანტინე გამსახურდიამ დავით ბაქრაძეს ვადის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა.