დღეს, 23 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.
როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება
მისი თქმით, კონსულტაციის შედეგად გადაწყდება, როგორ გამოვლინდება ერთიანი კანდიდატი _ პრაიმერის თუ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება.
"მიმაჩნია, რომ ბევრი კომპრომისი და ვაჟკაცობაა საჭირო, რათა თბილისში გამარჯვების მესამე ტალღა დაიწყოს", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.