ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელე-წამყვანი ლუკა ტრიულემანსი სატელევიზიო არხიდან, სოციალურ ქსელში რასისტული და ისლამოფობიური განცხადებების გაკეთების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ლუკა ტრიულემანმა პუბლიცისტური ნაშრომი გაავრცელა სადაც, ბელგიაში მცხოვრებ მუსულმანებს ქვეყნის ღირსებებისა და ტრადიციების დაცვა, ან სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი კანონების იქ განხორციელება შესთავაზა.
პუბლიცისტურ ნაშრომს, მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ის ფართო საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. სატელევიზიო არხის ადმინისტრაციამ კი აღნიშნული მიმართვები ტელე-წამყვანისთვის შეუფერებელ მოქმედებად მიიჩნია და სამსახურიდან გაათავისუფლა.
ლუკა ტრიულემანმა ბოდიში მოიხადა საკუთარი ქმედებისთვის, თუმცა აღნიშნა რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღო.