ერაყის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელებულ აფეთქებას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქ ფალუჯასთან მომხდარი აფეთქების შედეგად ადგილობრივი სუნიტთა საბჭოს ოთხი წევრი დაიღუპა. მეორე აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთით, ქალაქ ბაიჯიში მოხდა, რომელსაც ოთხი პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო მესამე აფეთქება კი ბაღდადის აღმოსავლეთით დანაღმული ავტომანქანაით განხორციელდა, რომელსაც ოთხი ადამიანი შეეწირა.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.