საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელთა განცხადებით, მალიში ფრანგმა ჯარისკაცებმა, საფრანგეთის მოქალაქე ჯიჰადისტი დააკავეს. საფრანგეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით დაკავებული გილ დე გენია, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაშია ეჭვმიტანილი.
ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გილ დე გენი რომლის მთავარ მიზანს ისლამისტი შეიარაღებული მებძოლების მხარდაჭერას წარმოადგენს, ჩრდილოეთ მალიში საჰელის რეგიონში დააკავეს.
ცნობისათვის, 2012 წლის ოქტომბერში ეჭვმიტანილმა სოციალურ ქსელებში ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც საფრანგეთს, ამერიკასა და გაეროს მალის კონფლიქტში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა.