რუსეთის პრეზიდენტმა "შრომის გმირის" წოდება აღადგინა და ეს ჯილდო რამდენიმე ადამიანსაც მიანიჭა. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს ქვეყანაში "რუსეთის გმირის" შემდეგ მნიშვნელობით მეორე ჯილდოა, რომლის მინიჭებაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად მოხდა.
"რუსეთის ფედერაციის შრომის გმირის" წოდების აღდგენის იდეა, ადრე არსებული "სოციალისტური შრომის გმირის" ანალოგიის მსგავსად საერთო რუსულ სახალხო ფრონტის კონფერენციაზე გაჩნდა, რომელიც დონის როსტოვში 29 მარტს ჩატარდა და ვლადიმერ პუტინმა შესაბამის ბრძანებულებას მოაწერა ხელი.
"წინსვლა ჩვენ მხოლოდ ჩვენს სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია, ჩვენი ათასწლოვანი ისტორის ტრადიციებზე, რომლებიც ჩვენს ერს აერთიანებს. ჩვენ ისტორიულ მეხსიერებას უნდა გავუფრთხილდეთ", _ განაცხადა პუტინმა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე.
მასალის გამოყენების პირობები