გუანტანამოს ციხე, სადაც დღეისათვის 100 ზე მეტი პატიმარი შიმშილობს, უნდა დაიხუროს. განაცხადა კიდევ ერთხელ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც ამ ციხის დახურვის პირობას ჯერ კიდევ 2008 წელს დებდა. მისივე თქმით, სახელმწიფო ამ ციხეზე ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს და მისთვის ნაცნობია იქ არსებული პრობლემები.
"როდესაც ამირჩიეს 2008 წელს, მე ვამბობდი, რომ გუანტანამოს ციხე უნდა დაიხუროს. მე კვლავინდებურად ასე მიმაჩნია. გუანტანამოს ციხე არ არის აუცილებელი აშშ-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და მისი შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება. ის უნდა დაიხუროს",_ განაცხადა ობამამ და პირობა დადო, რომ "მითითებას იმის შესახებ, რომ გამოინახოს ამ ციხის დახურვის შესაძლებლობა ადმინისტრაციას მისცემს, რათა მან ამ თემაზე კონგრესთან იმსჯელოს".
"ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ გუანტანამოს ციხე არ არის აუცილებელი ცენტრი აშშ-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ის ძვირია და არაეფექტური",_ განაცდადა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ გუანტანამოს ციხეში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულ ადამიანებს ათავსებენ. იქ ამჟამად 100 პატიმარი შიმშილობს, ხოლო სულ პატიმართა რაოდენობა 166-ია. პატიმრებმა შიმშილობა 6 თებერვალს გამოაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები