კვიპროსის პარლამენტში, ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა მიიღეს. აღნიშნული ახალი ეკონომიკური გეგმა, მკაცრ ეკონომიის ზომებს მოიცავს, თუმცა ამის სანაცვლოდ კვიპროსი საერთაშორისო კრედიტორებისაგან ფინანსური დახმარების მიიღებს.
ეკონომიკის გადარჩენის გეგმა, ქვეყანაში პრივატიზაციის რეგულირებას, პენსიებისა და ხელფასების შემცირებას და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.
პარალელურად, ქვეყანაში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტარებს მოუწოდებდნენ, ეკონომიკის ახალი გეგმისთვის მხარი არ დაეჭირათ.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის მიერ ეკონომიის მკაცრი ზომების გატარებას ადგილობრივი პროფკავშირები 24 საათიანი გაფიცვით აღნიშნავენ.