საბერძნეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მკაცრ ეკონომიის ზომებს, ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, პროფკავშირები კი 24 საათიან გაფიცვას აწყობენ. ორგანიზატორების განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება ვიდრე, მთავრობა ხარჯების შემცირებასა და გადასახადების ზრდას არ შეწყვეტს.
გავრცელებული ინფორმაციით საბერძნეთში სხვადასხვა უწყებებთან ერთად 24 საათიან გაფიცვაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საავადმყოფოებიც ჩაერთვნენ.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებისაგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს, თუ ქვეყანამ მკაცრი ეკონომიის ზომები არ მიიღო.