ბოსტონის აფეთქებებში ბრალდებული ჯოჰარ ცარნაევის ერთ ერთი ადვოკატი ცნობილია, რომ ამერიკელი იურისტი ჯუდი კლარკი იქნება. კლარკი ცნობილია იმით, რომ ის ძირითადად ისეთი დამნაშავეების დაცვაზე სპეციალიზირდება, რომლებსაც სასჯელის უმაღლესი ზომის მისჯა ემუქრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
კლარკის კანდიდატურა, მოსამართლე მერიენ ბოულერმა უკვე მოიწონა.
ჯუდი კლარკი - ქვეყანაში ერთ ერთი წამყვანი სპეციალისტია იმ სისხლის სამართლის საქმეებისა, რომლებშიც სიკვდილით დასჯა ფიგურირებს. მისი ყოფილი კლიენტები იყვნენ საშიში დამნაშავეები, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები