რადიკალური შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" ლიდერმა ჰასან ნასრულას განცხადებით, მისი მებრძოლები სირიაში ხელისუფლების დასახმარებლად რჩებიან. აღნიშნული განცხადება ჰასან ნასრულამ ადგილობრივ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენი სახით ქვეყანას ნამდვილი მეგობარი ჰყავს, რომელიც ყველანაირად შეეცდება იმას, რომ სირიას მართველობა ამერიკის, ისრაელის ან ისლამისტი ექსტრემისტების ხელში არ ჩავარდეს" განაცხადა „ჰეზბოლას" ლიდერმა.
შეიხ ჰასან ნასრულამ, ამ ფორმით კიდევ ერთხელ დაადასტურა ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლა" სირიის სამთავრობო ძალებს, შეიარაღებული ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ სირიის სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ ამბოხებულებს შორის შეტაკება 2011 წელს დაიწყო და ის ამ დრომდე გრძელდება. გაეროს მონაცემებით შეიარაღებულ შეტაკებების შედეგად 70 000 ადამიანი დაიღუპა.