ავღანეთში სატვირთო თვითმფრინავის ბოინგ-747-ს ავიაკატასტროფის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა ჰაერში რამდენიმე მკვეთრი მანევრი განახორციელა, შემდგომ კი საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.
ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით თვითმფრინავის კატასტროფა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, თუმცა ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით შესაძლოა თვითმფრინავის ვარდნის გამომწვევი მიზეზი „თალიბანების" მიერ ორგანიზებული იყოს.