ვენესუელას ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა კარაკასში, პარლამენტის სხდომის დროს იჩხუბეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს. ჩხუბი ერთ-ერთი მოხსენების დროს დაიწყო.
გამართული ცემა-ტყეპის შემდეგ, ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ხულიო ბორხესი ჟურნალისტების წინაშე დაზიანებული სახით წარსდგა. ორივე მხარემ, ჩხუბზე პასუხისმგებლობა თავის ოპონენტებს დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები